ელექტრონული ქართული ლექსიკონი
წარმოგიდგენთ ლინგვისტური ტექნოლოგიების ჯგუფი
ლექსიკონი სასწავლო დანიშნულებისაა. იგი განკუთვნილია მომხმარებელთა ფართო წრისათვის: მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, აბიტურიენტებისთვის და, საერთოდ, ქართული ენით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, მათთვის, ვისაც ქართული ენის შესწავლა, ცოდნის გაღრმავება და სრულყოფა სურს.
ლექსიკონი მოიცავს თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის აქტიურ სიტყვათა მარაგს. მასში წარმოდგენილია 41459 სიტყვა-სტატია.
გთავაზობთ ელექტრონული ქართული ლექსიკონის საცდელ ვერსიას. ლექსიკონზე მუშაობა გრძელდება. ბუნებრივია, იგი არ არის დაზღვეული შეცდომებისა და ხარვეზებისაგან. სიამოვნებით მივიღებთ საქმიან შენიშვნებსა და წინადადებებს.