ადგილი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ადგილის

1. მიწის მონაკვეთი, სივრცის ნაწილი დედამიწის ზედაპირზე.

ლამაზი ადგილი. ეგზოტიკური ადგილები.

2. განსაზღვრული სივრცე, სადაც ვინმე იმყოფება ან რაიმე ხდება.

საცხოვრებელი ადგილი. შემთხვევის ადგილი.

3. თანამდებობა, მდგომარეობა, რომელიც ვინმეს უჭირავს.

საპატიო ადგილი. ახალი სამუშაო ადგილები.

4. შეჯიბრებაში მიღწეული შედეგი.

ჩვენმა გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა.

5. ტექსტის გარკვეული მონაკვეთი.

საინტერესო ადგილები მოინიშნა.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ადგილიდან მოწყდება

სწრაფად წავა, გაიქცევა.

ადგილს მიუჩენს

დააბინავებს, მოათავსებს.

ბმულები

უადგილო