აკიდება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: აკიდების

ზმნები: აჰკიდებს აიკიდებს აეკიდება ააკიდებინებს

1. ზურგზე დიდი სიმძიმის დადება, დატვირთვა.

ცხენს ხურჯინი აჰკიდა. მუშას ჩანთები აჰკიდეს.

2. საუბრული ავადმყოფობის შეყრა.

გრიპი აიკიდა.

3. საუბრული ვინმეს ადევნება მისი სურვილის საწინააღმდეგოდ.

უცნობი აეკიდა. მთვრალი აეკიდა. ეს ბავშვი რაღას აგეკიდა!

4. საუბრული ზედმეტად რთული სამუშაოს აღება ან ძალით თავს მოხვევა.

ეს საქმე ტყუილად ავიკიდე.

ბმულები

აკიდებული