ამოვარდნა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: ამოვარდნის
ზმნები: ამოვარდება ამოუვარდება
1. სწრაფად ამოსვლა.
კიბეზე შეშინებული ამოვარდა.
2. დახურული, ჩაკეტილი სათავსიდან ამოგდება.
ჩანთიდან ფული ამოუვარდა. ბეჭდიდან თვალი ამოვარდა.
3. ქარის, ნიავის ძლიერად და მოულოდნელად დაბერვა.
ქარიშხალი ამოვარდა.
ბმულები
ამოვარდნილი