ამოსკდომა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: ამოსკდომის

ზმნები: ამოსკდება

1. ამომტვრევა, ამოვარდნა.

ასფალტი ალაგ-ალაგ ამოსკდა.

2. სითხის უცაბედი ამოღვრა, ამოსხმა.

პირიდან სისხლი ამოსკდა. კლდიდან წყარო ამოსკდა.

3. გადატანითი ემოციის ერთბაშად გამოხატვა, ამოხეთქა.

ოხვრა ამოსკდა.

ბმულები

ამომსკდარი