ამხანაგობა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: ამხანაგობის

ზმნები: ამხანაგობს ეამხანაგება

1. ამხანაგად ყოფნა, ამხანაგთა ურთიერთობა.

კარგი ამხანაგობა აქვთ. არავისთან ამხანაგობს.

2. [კრებითი] ამხანაგთა ერთობლიობა.

მთელი ამხანაგობა იქ იყო.

3. თანასწორუფლებიან მონაწილეთაგან შემდგარი საწარმოო ან მესაკუთრეთა და მისთ. გაერთიანება, ჯგუფი, ორგანიზაცია.

ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა. სამეწარმეო ამხანაგობა.