ანგარიში
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: ანგარიშის
ზმნები: ანგარიშობს
1. მარტივი მათემატიკური მოქმედებების შესრულება.
ბიჭმა ანგარიში კარგად ისწავლა. სწორად იანგარიშა.
2. მოხსენება შესრულებული სამუშაოს შესახებ.
მინისტრის ანგარიში.
3. საბუთი, რომელიც ასახავს საფინანსო ურთიერთვალდებულების მდგომარეობას.
საბანკო ანგარიში.
4. საბუთი, რომელშიც აღნიშნულია გაცემული საქონლის ან შესრულებული სამუშაოს საფასური.
ოფიციანტს ანგარიში მოსთხოვა.
5. სპორტში თამაშის შედეგი, გამოხატული ქულებით.
ანგარიშია 2-3. ანგარიში გაიხსნა.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
ანგარიშს გაუსწორებს
1. გადაუხდის მთლიანად, რაც ერგება. 2. სამაგიეროს გადაუხდის.
ანგარიშს გაუწევს
ვინმეს აზრის, მდგომარეობის გათვალისწინებით მოიქცევა.
ბმულები
ანგარიშიანი