ანოტაცია

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ანოტაციის

1. წიგნის, სამეცნიერო ნაშრომისა და მისთ. ძირითადი აზრის მოკლედ გადმოცემა, რომელიც შეიძლება შეფასებასაც შეიცავდეს.

ანოტაციას გაეცნო.

2. ხელსაწყოზე, აპარატურასა და მისთ. დართული ცნობების ერთობლიობა მისი მოხმარებისა და დანიშნულების შესახებ.

წამლის ანოტაცია. აპარატის ანოტაცია.