არევა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: არევის

ზმნები: არევს აირევს აურევს აირევა აერევა აარევინებს

1. დაწყობილის, მოწესრიგებულის აშლა, დარღვევა.

საბუთები არია. საქმე აირია.

2. სხვადასხვა მასალის ერთმანეთში შერევა.

ცემენტში ქვიშა აურიეს. კარაქი და თაფლი აურია.

3. გადატანითი დაბნევა, შეშლა.

ფიქრები აერია. გზა აერია.

4. საუბრული აყალმაყალის ატეხა.

სიმთვრალეში აურია.

ბმულები

არეული