არეკვლა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: არეკვლის

ზმნები: აირეკლავს აირეკლება

1. სარკისებურ, გლუვ ზედაპირზე საგანთა გამოსახულების გამოჩენა.

ტბაში მთვარე აირეკლა.

2. სხივების, ბგერების, რადიო- ან ელექტრომაგნიტური ტალღების რაიმეზე დაცემისას უკან დაბრუნება.

ბგერის არეკვლა. სარკემ სხივი არეკლა.

3. გადატანითი ზუსტი ასახვა, გადმოცემა.

რეალობა მითში აირეკლა.

ბმულები

არეკლილი