ატამი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: ატმის
1. ფართოდ გავრცელებული ერთკურკიანი ხილი, რომელსაც აქვს მომწვანო, თეთრი, ყვითელი ან მოწითალო, ბუსუსებით დაფარული ან გლუვი კანი და წვნიანი რბილობი.
ატმის წვენი. საპობი ატამი.
2. საშუალო სიმაღლის ხე, რომელიც ისხამს ატამს, აქვს ვარდისფერი ან აგურისფერი ყვავილები და წაგრძელებული ფოთლები.
ატმის ყვავილი.