ატაცება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: ატაცების

ზმნები: აიტაცებს

1. ზევით უცბად ატანა ან აყვანა.

ქარმა ქაღალდი აიტაცა. ჩვილი ხელში აიტაცა.

2. გადატანითი იდეის, მოსაზრებისა და მისთ. სწრაფად მიღება, გაზიარება, გავრცელება.

აზრი ერთხმად აიტაცეს. ნათქვამი უცებ აიტაცა.