ატეხა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: ატეხის
ზმნები: ატეხს აატეხს აიტეხს აუტეხს
1. უცებ, მოულოდნელად რაიმეს დაწყება, გაჩაღება.
განგაშის ატეხა. ხარხარი ატეხა. ჩხუბი ატეხეს.
2. საუბრული დაჟინება, აჩემება.
წასვლა აიტეხა. სიმღერა აიტეხა.
3. საუბრული ვინმესთვის ზიანის მიყენება.
თავს რამე არ აუტეხოს!