აფარება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: აფარების

ზმნები: ააფარებს აიფარებს აეფარება

1. სხეულის ნაწილზე, ვერტიკალურ ზედაპირსა და მისთ. რაიმეს მიდება, მიკვრა.

თვალებზე ხელი ააფარა. წინსაფარი აიფარა.

2. ვინმეს ან რაიმეს წინ ან უკან დადგომა დაცვის ან დამალვის მიზნით.

ხეს აეფარა. დედა ბავშვებს აეფარა.