აფეთქება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: აფეთქების

ზმნები: ააფეთქებს აუფეთქებს აფეთქდება აუფეთქდება ააფეთქებინებს

1. ფეთქებადი ნივთიერების უეცრად, დიდი ძალითა და ხმაურით გასკდომა.

ატომური აფეთქება. ბომბი აფეთქდა.

2. რაიმეს დანგრევა აფეთქების (1)შედეგად.

სახლის აფეთქება. რკინიგზა ააფეთქეს. ხიდი აფეთქდა.

3. გადატანითი უეცარი, ძლიერი გაბრაზება, გაცეცხლება.

უცებ აფეთქება იცის.

ბმულები

ასაფეთქებელი აფეთქებული