აღება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: აღების

ზმნები: აიღებს აუღებს აიღება ააღებინებს

1. რაიმეზე ხელის მოკიდება და აწევა.

მაგიდიდან წიგნი აიღო.

2. გარკვეული თანხის, დოკუმენტისა და მისთ. გამორთმევა, გამოტანა.

კრედიტის აღება. ხელფასი აიღო.

3. დასახლებული ან საომარი პუნქტის დაპყრობა.

მტერმა ქალაქი აიღო. ციხესიმაგრე აიღეს.

4. მოსავლის მოკრეფა.

სიმინდის აღება. ხორბალი კომბაინით აიღეს.

ბმულები

ამღები ასაღები აუღებელი აღებული