აღნიშვნა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: აღნიშვნის
ზმნები: აღნიშნავს აღინიშნება აღენიშნება
1. განსაკუთრებული მოვლენის გამო საზეიმო ღონისძიების მოწყობა.
იუბილეს აღნიშვნა. გამარჯვება აღნიშნეს.
2. გარკვეული ნიშნით გამოყოფა, ნიშნის დასმა.
საზღვრების აღნიშვნა. ტექსტში შეცდომები აღნიშნა.
3. გამოხატვა.
რას აღნიშნავს ეს სიმბოლო.
4. საუბრისას რაიმეზე მითითება, ყურადღების გამახვილება.
პროექტის ღირსებები აღნიშნეს. ეს ფაქტი ხაზგასმით აღინიშნა.
ბმულები
აღმნიშვნელი აღნიშნული