აყრა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: აყრის

ზმნები: აყრის აჰყრის აიყრის აუყრის აიყრება აეყრება

1. ბევრის აგდება.

ბავშვები სკამიდან აყარა.

2. დაგებულის, აშენებულის ანგრევა, აშლა.

ლიანდაგი აყარეს.

3. წართმევა, ჩამორთმევა.

იარაღი აჰყარეს. პატივი აჰყარეს.

4. ვინმეს (ბევრის) იძულება, რომ საცხოვრებელი ადგილის დატოვოს და სხვაგან გადავიდეს.

მოსახლეობა სოფლიდან აყარეს.

ბმულები

აყრილი