აშვება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: აშვების

ზმნები: აიშვებს აუშვებს აეშვება ააშვებინებს

1. ზევით გაგზავნა ან ნების მიცემა, რომ ავიდეს.

ხილის ჩამოსატანად სხვენზე აუშვა. ბავშვები კიბეზე არ აუშვეს.

2. დაბმულის ახსნა, გათავისუფლება.

მეჯინიბემ ცხენი აუშვა.

3. რაიმეზე დაჭერილი ხელის, ფეხის ან რაიმე საგნის აღება.

ღილაკს თითი აუშვა.