აშლა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: აშლის
ზმნები: აშლის აიშლის აუშლის აიშლება აეშლება ააშლევინებს
1. დაწყობილის, დალაგებულის არევა, აწეწვა, ანგრევა.
ლოგინი აშალა. კარავი აშალეს.
2. ბევრის ერთბაშად ადგომა, ადგილიდან დაძვრა, აყრა, გაფანტვა.
სტუმრები აიშალნენ. ფარა აიშალა. ჯარი აშალეს.
3. ცხოველის ან ფრინველის ბუმბულისა და მისთ. აწევა.
ბალანი აეშალა.
ბმულები
აშლილი