აწევა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: აწევის

ზმნები: ასწევს აიწევს აუწევს აიწევა აეწევა ააწევინებს

1. აჭიმვა, აზიდვა.

შვილს წინდები აუწია. ფარდა აიწია. ყური აუწია.

2. აშვერა, ამართვა.

ხელი ასწიეს. ფეხის წვერებზე აიწია. წარბი ასწია.

3. სიმძიმის ან დაბლა დადებულის აღება, აზიდვა.

სკამი ასწია. ჩანთა ასწია.

4. რაოდენობის, ზომისა და მისთ. მომატება, გაზრდა.

სიცხემ აუწია. ყველაფრის ფასმა აიწია. მისმა რეიტინგმა აიწია.

ბმულები

ასაწევი აწეული