აწყობა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: აწყობის

ზმნები: ააწყობს აუწყობს აეწყობა

1. ცალკეული ნაწილების შეერთებით რაიმეს შექმნა, აგება.

მაკეტი ააწყო. ფიგურებით ნახატი ააწყო.

2. საკრავის ხმების გასწორება სიმების ან სხვა ნაწილების მოშვებითა და მოჭერით.

პიანინო ააწყო.

3. იგივეა, რაც შეწყობა.

წიგნები თაროზე ააწყო.

4. საუბრული რაიმეს კარგად ორგანიზება, მოწყობა(3).

მუშაობა კარგად ააწყვეს. ცხოვრება ვერ ააწყო.

ბმულები

ასაწყობი აწყობილი