აჭრა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: აჭრის

ზმნები: აჭრის ასჭრის ააჭრის აიჭრის აუჭრის აიჭრება აეჭრება ააჭრევინებს

1. მჭრელი იარაღით აცლა, მოშორება, მოკვეთა.

ხეს ტოტი ააჭრა. კაბას ღილი ააჭრა. თმა აიჭრა.

2. დიდი სისწრაფით მაღლა ასვლა.

თვითმფრინავი ცაში აიჭრა. პოლიციელები მატარებელში აიჭრნენ.

3. შედედების ან შესქელებისას რაიმეს გაფუჭება, წვრილ კოლტებად შეკვრა.

რძე აიჭრა. კრემი აეჭრა.

ბმულები

აჭრილი