ბაზა

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ბაზის

1. რაიმეს საფუძველი.

საწარმოო ბაზა. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

2. კონკრეტული დანიშნულებისთვის სათანადოდ აღჭურვილი ტერიტორია.

სამხედრო ბაზა. საავიაციო ბაზა.

3. სხვადასხვა მასალის ან საქონლის მთავარი საწყობი.

ნავთობის ბაზა. სასურსათო ბაზა.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

მონაცემთა ბაზა

კომპიუტერში არსებული გარკვეული მონაცემების, ინფორმაციის ორგანიზებული ერთობლიობა.