ბეწვი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ბეწვის

1. ცხოველის ტყავის თმის მსგავსი საფარველი.

ირმის ბეწვი. ბეწვი უბზინავს. ბეწვი დასცვივდა.

2. ზოგიერთი ცხოველის ბეწვიანი ტყავი, რომლისგანაც ამზადებენ თბილ ტანისამოსს.

ბეწვის ქუდი. ბეწვის მოსასხამი.

3. თმის ღერი.

თვალში ბეწვი ჩაუვარდა.

იდიომები და მყარი შესიტყვებები

ბეწვზე გადარჩა

ძლივს გადარჩა.

ბეწვზე ჰკიდია

მისი გადარჩენა სათუოა, საეჭვოა.

ბმულები

ბეწვეული ბეწვიანი უბეწვო