ბეჭედი2
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: ბეჭდის
1. ხელსაწყო, რომელზეც პირუკუღმა ამობურცულია რომელიმე დაწესებულების, ორგანიზაციის სახელწოდება ან ემბლემა.
ბეჭდით დამოწმება.
2. ამ ხელსაწყოს ანაბეჭდი ქაღალდზე.
სკოლის ბეჭედი.
3. გადატანითი ზემოქმედების კვალი.
დაღლილობის ბეჭედი აზის.