ბიბლიოთეკა
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: ბიბლიოთეკის
1. დაწესებულება, რომელშიც დაცულია ფართო გამოყენებისთვის განკუთვნილი წიგნები, პერიოდული გამოცემები და მისთ.
ბიბლიოთეკის დარბაზი. ბიბლიოთეკიდან წიგნი გამოიტანა.
2. ვინმეს საკუთრებაში არსებული წიგნების ერთობლიობა.
მშობლების ბიბლიოთეკა. საკუთარი ბიბლიოთეკა შეავსო.
3. რაიმე ნიშნის მიხედვით გაერთიანებული წიგნების სერიული გამოცემა.
საბავშვო ბიბლიოთეკა. მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა.
ბმულები
საბიბლიოთეკო