ბიულეტენი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: ბიულეტენის
1. სპეციალური მცირე ზომის გამოცემა, რომელიც შეიცავს მოკლე ინფორმაციას რომელიმე ორგანიზაციის ან რაიმე ფაქტისა თუ სიახლის შესახებ.
სარეკლამო ბიულეტენი. ყოველთვიური ბიულეტენი.
2. ექიმის მიერ გაცემული საბუთი, რომლის საფუძველზედაც ავადმყოფს გაცდენილი სამუშაო დღეები საპატიოდ ეთვლება.
ბიულეტენი აიღო. სამდღიანი ბიულეტენი.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
საარჩევნო ბიულეტენი
ფურცელი, რომელზედაც ასარჩევი კანდიდატებია ჩამოწერილი.