ბლანკი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ბლანკის

1. სპეციალური ფურცელი, რომელზედაც დაბეჭდილია ორგანიზაციის ან დაწესებულების რეკვიზიტები, გამოიყენება ოფიციალური მიწერ-მოწერისთვის ან რაიმე დოკუმენტის შესადგენად.

ბლანკს ხელი მოაწერა. მიმართვის ბლანკი.

2. ნაბეჭდი ფურცელი, რომელზედაც დატოვებულია ცარიელი ადგილები შესავსებად.

სარეგისტრაციო ბლანკი. ბლანკი შეავსო.