ბოლო
ნათესაობითი ბრუნვა: ბოლოს
1. არსებითი სახელი იგივეა, რაც დასასრული.
სოფლის ბოლო.
2. ზედსართავი სახელი იგივეა, რაც უკანასკნელი.
ბოლო სიტყვა.
3. არსებითი სახელი ფრინველის ბუმბული კუდზე.
ფარშავანგის ბოლო.
4. არსებითი სახელი ტანსაცმლის კალთის უკანა ნაწილი.
ჩოხის ბოლო.
5. არსებითი სახელი გადატანითი აღსასრული.
ყველას ბოლო სიკვდილია.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
ბოლო არ უჩანს
არ თავდება.
ბოლომდე მიიყვანს
დაწყებულ საქმეს დაამთავრებს.
ბოლოს და ბოლოს
სულ ბოლოს, როგორც იქნა.
ბოლოს მოუღებს
მოსპობს, მოკლავს.
ბმულები
ბოლომდე ბოლოს საბოლოო