ბორტი
არსებითი სახელი
ნათესაობითი ბრუნვა: ბორტის
1. გემის გვერდის კედელი, ამ კედლის ზედა კიდე.
ტალღები ბორტებს ეხეთქებოდა.
2. სატვირთო ავტომობილის, ღია სატვირთო ვაგონისა და მისთ. ძარის კედელი.
გადახსნილი ბორტები.
3. პალტოს, პიჯაკის მარჯვენა ან მარცხენა ნაპირი.
ვიწრო ბორტები.