ბურჯი

არსებითი სახელი

ნათესაობითი ბრუნვა: ბურჯის

1. მტკიცე, მყარი კონსტრუქცია, რომელსაც ეყრდნობა ნაგებობა.

ხიდის ბურჯი. კედლის ბურჯი.

2. ქვიტკირის მაღალი, მრგვალი ნაგებობა ციხესიმაგრის გალავანში, სიმტკიცისთვის დატანებული.

ციხის ბურჯები.

3. გადატანითი საიმედო დასაყრდენი, სულისჩამდგმელი.

ოჯახის ბურჯი.