გაბერტყვა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გაბერტყვის

ზმნები: გაბერტყავს გაიბერტყავს გაუბერტყავს გაიბერტყება

1. დაქნევით ან დარტყმით მტვრისა და ჭუჭყის გაცლა, გასუფთავება.

ლეიბის გაბერტყვა. ხალიჩა გაბერტყა.

2. გადატანითი საუბრული ვინმეს ძლიერად ცემა ხელით, ჯოხითა და მისთ.

დაგვიანებისთვის კარგად გაბერტყეს.

ბმულები

გაბერტყილი