გაგება1

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გაგების

ზმნები: გაიგებს გაუგებს გაიგება გაეგება

1. გააზრება, შეცნობა, მიხვედრა.

აზრის გაგება. გაკვეთილი ვერ გაიგო. არაფერი გაეგება.

2. თვალსაზრისი, ინტერპრეტაცია.

მეცნიერული გაგება. ეკლესიური გაგება.

3. ახალი ამბის, ინფორმაციის მიღება.

კარგი ამბავი გაიგო. გაიგეთ, რა მოხდა.

ბმულები

გაგებული გამგები გასაგები გაუგებარი