გაგებინება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გაგებინების

ზმნები: გააგებინებს

1. ვინმესთვის გასაგებად თქმა, ისე, რომ მიხვდეს, გაიგოს.

მსმენელს საკითხი გააგებინა. ამ ხალხს ვერაფერს გააგებინებ!

2. ახალი ამბის მიტანა, ცნობება, შეტყობინება.

სოფელს მტრის მოსვლა გააგებინა.