გადაბიჯება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გადაბიჯების

ზმნები: გადააბიჯებს

1. ნაბიჯის გადადგმა.

ერთი გადააბიჯა და გაჩერდა.

2. პატარა წინააღმდეგობის, ზღუდის, შემაღლებული ადგილისა და მისთ. გადავლა ფეხის ერთი გადადგმით.

ქვას გადააბიჯა. ღობეს გადააბიჯა.