გადაბრუნება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გადაბრუნების

ზმნები: გადააბრუნებს გადაიბრუნებს გადაუბრუნებს გადაბრუნდება გადაუბრუნდება

1. ქვედა მხარის ზევით მოქცევა, გადატრიალება.

კასრი გადააბრუნა. გვერდზე გადაბრუნდა.

2. გადატანითი რაიმეს საფუძვლიანად, ყველგან მოძებნა.

აქაურობა გადააბრუნა. ოთახი გადააბრუნეს.

ბმულები

გადაბრუნებული