გადასვლა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: გადასვლის
ზმნები: გადავა გადაუვა
1. რაიმეზე გადავლა, რაიმეს გადალახვა.
გადასვლა აკრძალულია! ღობეზე გადავიდა.
2. ადგილის, საცხოვრებლის შეცვლა, სხვაგან წასვლა.
სხვა ქალაქში გადავიდა. მუზეუმი ახალ შენობაში გადავიდა.
3. სამსახურის, თანამდებობის, მდგომარეობისა და მისთ. შეცვლა.
შემდეგ კურსზე გადავიდა. სხვა სამსახურში გადავიდა.
4. რაიმეს მოშორება, მოცილება.
საღებავი გადაუვიდა. ფეხსაცმელს ფერი გადაუვიდა.
ბმულები
გადასასვლელი გადასული