გადასწორება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გადასწორების

ზმნები: გადაასწორებს გადაისწორებს გადაუსწორებს გადასწორდება გადაასწორებინებს

1. უსწორო, არათანაბარი ზედაპირის გასწორება.

მოედანი ბულდოზერით გადაასწორეს.

2. დაწერილში რაიმეს შეცვლა, გასწორება.

თარიღი გადაასწორა. სათაური გადაასწორებინა.