გადატანა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: გადატანის
ზმნები: გადაიტანს გადაატანინებს
1. ნივთის, საგნის ერთი ადგილიდან აღება და მეორეგან მიტანა.
დივანი მისაღებში გადაიტანეს.
2. დაწესებულების, ორგანიზაციისა და მისთ. ადგილის შეცვლა, სხვაგან განთავსება.
მერია ქალაქის ცენტრში გადაიტანეს.
3. ღონისძიების, სხდომისა და მისთ. ჩასატარებლად დანიშნული დროის შეცვლა, უფრო გვიან დანიშვნა.
კონფერენცია ორი კვირით გადაიტანეს. ქორწილი გაზაფხულზე გადაიტანეს.
4. ავადმყოფობის, გაჭირვების, უბედურების გაძლება, ატანა.
მძიმე დაავადება გადაიტანა. შვილის დაკარგვა ვერ გადაიტანა.
ბმულები
გადამტანი გადასატანი გადატანილი