გადაყენება

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გადაყენების

ზმნები: გადააყენებს

1. ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანა, გადატანა.

მანქანა ქუჩის გადაღმა გადააყენა.

2. თანამდებობიდან, სამსახურიდან განთავისუფლება.

მინისტრი გადააყენეს. სარდალი გადააყენეს.

3. საუბრული ფიზიოლოგიური საჭიროებისათვის ბავშვის დასმა ღამის ქოთანზე, უნიტაზზე.

დედამ ბავშვი გადააყენა.