გადაყოლა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: გადაყოლის
ზმნები: გადაჰყვება
1. ვინმესთან ერთად გადასვლა.
მეორე ნაპირზე გადაჰყვა.
2. გადატანითი განსაცდელის, უბედურების ვერ გადატანა(3), დაღუპვა.
დარდს გადაჰყვა.
3. გადატანითი ზედმეტად გატაცება ვინმეთი ან რაიმეთი, სხვა ყველაფრის დავიწყება.
მეგობრებს გადაჰყვა. ფეხბურთის თამაშს გადაჰყვა.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
ზედ / თან გადაჰყვება
გადაჭარბებულ ზრუნვას გამოიჩენს.
ბმულები
გადაყოლილი