გადაჭრა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: გადაჭრის
ზმნები: გადაჭრის გადაიჭრის გადაუჭრის გადაიჭრება გადაეჭრება გადააჭრევინებს
1. იგივეა, რაც გაჭრა(1).
თოკი გადაჭრა. დენი გადაუჭრეს.
2. გზის გადავლა.
ქუჩა გადაჭრა. ცხენოსნებმა მინდორი გადაჭრეს.
3. რაიმეს გადაწყვეტა, გარკვევა.
პრობლემის გადაჭრა. საკითხი გადაიჭრა.
ბმულები
გადამჭრელი გადასაჭრელი გადაუჭრელი გადაჭრით გადაჭრილი