გადახდა2
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: გადახდის
ზმნები: გადაიხდის გადაუხდის გადაახდევინებს
1. საფასურის, ვალისა და მისთ. ანაზღაურება, მიცემა.
გადასახადი გადაიხადა. დანახარჯი გადაუხადა.
2. გაწეული საქმიანობისთვის სამაგიეროს მიზღვა.
ამაგი სიკეთით გადაუხადა.
3. რაიმეს მოწყობა ან გამართვა.
ქორწილი გადაიხადეს. იუბილე გადაუხადეს.
ბმულები
გადამხდელი გადასახადი გადასახდელი გადაუხდელი გადახდილი