გადახვევა2
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: გადახვევის
ზმნები: გადახვევს გადაახვევს გადაიხვევს გადაუხვევს გადაეხვევა
1. ქაღალდში, ქსოვილსა და მისთ. რაიმეს შეხვევა.
პური გაზეთში გადაახვია. ქაბაბი ლავაშში გადაახვია.
2. ნახვევის შეცვლა, ხელახლა შეხვევა.
ჭრილობის გადახვევა. ხელი ბინტით გადაუხვიეს.
3. სიხარულის, სიყვარულის გამოსახატავად სხვისთვის ხელების მოხვევა და ჩახუტება.
ერთმანეთს გადაეხვივნენ. მშობლებს გადაეხვია. ხელი მხარზე გადახვია.
4. თოკის, ძაფისა და მისთ. რაიმეზე დახვევა.
ძაფი მაქოზე გადაახვია. ლენტი გადაახვიეს.
ბმულები
გადასახვევი გადახვეული