გავარდნა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გავარდნის

ზმნები: გავარდება გაუვარდება

1. დიდი სისწრაფით უცბად გასვლა.

ბიჭი სახლიდან გავარდა. ქუჩაში გავარდა.

2. ქუხილის მსგავსი ხმის გამოცემა, დაჭექება.

მეხი გავარდა.

3. ცეცხლსასროლი იარაღის გასროლა.

ზარბაზანი გავარდა. ტყეში თოფი გავარდა.

4. ხელიდან გასხლტომა, დავარდნა.

ხმალი ხელიდან გაუვარდა. ყურმილი გაუვარდა.

5. გადატანითი ახალი ინფორმაციის, ამბის სწრაფად, ელვისებურად გავრცელება.

ხალხში ხმა გავარდა. სახელი გაუვარდა.