გავლა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: გავლის
ზმნები: გაივლის
1. ფეხით ან ტრანსპორტით გადაადგილება.
დიდი მანძილი გაიარა. ქალაქში არ გაუვლიათ.
2. სიარულისას რაიმეს უკან დატოვება.
სადგური გაიარეს. მჭიდროდ დასახლებული სოფლები გაიარეს.
3. გზად სადმე მისვლა.
ნაცნობთან გაიარეს. ბებიასთან გავლა მოისურვეს.
4. დასრულება, დამთავრება.
ამ კვირამაც გაიარა. ეს წელიც მალე გაივლის.
5. შეწყვეტა, დაწყნარება.
ტკივილი გაივლის. ეს არეულობა გაივლის.
6. სასწავლო პროგრამის გარკვეული ნაწილის შესწავლა.
ერთი თავი გაიარეს. მასალის გავლას ვერ ასწრებენ.
7. არხის, გზის, სადენისა და მისთ. გაყვანა.
ნავთობსადენი ამ სოფელზე არ გაივლის.
8. გამოცდის ჩაბარება ან შემოწმების ჩატარება.
ატესტაცია გაიარეს.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
ვინმეს ჭკუაზე გაივლის
ვინმეს სურვილის, რჩევის მიხედვით მოიქცევა.