გაზიარება
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: გაზიარების
ზმნები: გაიზიარებს გაუზიარებს
1. საკუთარი გრძნობის, გულისნადების სხვისთვის განდობა, გამჟღავნა.
თავისი ფიქრები გაუზიარა. სიხარული გაუზიარა.
2. სხვისი დარდის, აზრისა და მისთ. მიღება, გათავისება.
მეგობრის მწუხარება გაიზიარა. მისი ბედი გაიზიარა. ჩემი შეხედულებები არ გაიზიარეს.
3. თავისი კუთვნილიდან რაღაც ნაწილის სხვისთვის დათმობა, განაწილება.
ლუკმაპური გაუზიარა. სამუშაო გაუზიარა.
იდიომები და მყარი შესიტყვებები
ვიზიარებ თქვენს მწუხარებას
მიმართავენ ჭირისუფალს თანაგრძნობის გამოსახატავად.
ბმულები
გაზიარებული