გათიშვა
არსებითი სახელი (საწყისი)
ნათესაობითი ბრუნვა: გათიშვის
ზმნები: გათიშავს გაითიშება გაეთიშება გაათიშვინებს
1. ერთმანეთისაგან დაშორება, დაცილება.
საზოგადოება ორ ბანაკად გაითიშა.
2. ელექტროენერგიისა და მისთ. მიწოდების შეჩერება.
დენი გათიშეს. ტელემაუწყებლობა გაითიშა.
3. გადატანითი გონების დაკარგვა.
ტკივილისგან გაითიშა.
ბმულები
გათიშული