გალევა

არსებითი სახელი (საწყისი)

ნათესაობითი ბრუნვა: გალევის

ზმნები: გალევს გაილევა

1. საგნის, ნივთის ხმარებისგან გაცვეთა, დაპატარავება.

დანის პირი გაილია.

2. გადატანითი დარდისაგან, სნეულებისაგან ადამიანის გახდომა, დაპატარავება.

მწუხარებამ ქალი გალია.

3. გზის, დროის, სეზონისა და მისთ. დამთავრება, გათავება.

დიდი გზა გალიეს. ზამთარი გაილია.

ბმულები

გალეული